განცხადებების გაკეთების დრო დასრულდა, რეპრესიულ კურსზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი წერს.

"ქართველ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს პოლიციელზე სავარაუდო თავდასხმის ბრალდებით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

საქართველოს პოლიტიკური კურსის შეცვლაზე პასუხისმგებელმა პირებმა - არადემოკრატიული, არაევროპული და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიულ კურსზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. განცხადებების გაკეთების დრო დასრულდა“, - წერს პეტრას აუსტრევიჩიუსი.

 


 

 

 

"ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა წარდგენილი მუხლი გადაუკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო დამნაშავედ, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ.