მაგთი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ახალ ეტაპზე გადადის.

12 იანვრიდან აბონენტებს  მაგთიკომის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი - AI მაგთი ჩატი ემსახურება.

ის შექმნილია იმისთვის, რომ აბონენტებმა დღე-ღამის ნებისმიერ დროს, სწრაფად და მარტივად მიიღონ  საჭირო ინფორმაცია და პასუხები თავიანთ კითხვებზე.

AI მაგთი ჩატი არ ანაცვლებს ოპერატორს. ის ოპერატორის დამხმარეა. ეს ამარტივებს პროცესებს, ამცირებს მოლოდინის დროს და ზრდის მომსახურების ეფექტიანობას. აბონენტებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ მაგთის ოპერატორებს, რომლებიც ყოველდღიურად მზად არიან დაეხმარონ მათ ნებისმიერ საკითხში. 

AI მაგთი ჩატის მთავარი უპირატესობებია:

სწრაფი რეაგირება

ხელმისაწვდომობა 24 საათის განმავლობაში, კვირის ნებისმიერ დღეს

მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება

AI მაგთი ჩატის მომსახურება სრულად შეესაბამება მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან მაგთისთვის კონფიდენციალურობა და  მომხმარებლის ნდობა უმნიშვნელოვანესია.

მაგთი, როგორც ტექნოლოგიური ლიდერი, პირველია ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში, რომელმაც წინა ხაზის მომსახურებაში AI მაგთი ჩატი დანერგა.

AI მაგთი ჩატის მომსახურება ხელმისაწვდომია მაგთიკომის ვებგვერდზე  www.magticom.ge

და აპლიკაციაში MyMagti