შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ო.მ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.

სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, 20 შეკვრა, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.