შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში ერთ-ერთ მოქალაქეს ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ფ.ა. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ხელჩანთა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.