ვერძი

დროა, საკუთარი გეგმებისა და ოცნებების განხორციელება დაიწყოთ. გამორიცხული არ არის, საკუთარი წარსულიდან ვიღაც მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ ან გაწყვეტილი კავშირები აღადგინოთ.

კურო

ზოგი თქვენი წამოწყება ან იდეა ჩიხში აღმოჩნდება ან, უბრალოდ, დასრულდება. ამაზე არ უნდა ინერვიულოთ - ამ გზით ვარსკვლავები სწორ გზას გაჩვენებენ და შეცდომებისგან გიცავენ. თუ კითხვებზე პასუხებს ეძებთ, დღეს ამისთვის არახელსაყრელი დღეა. ცოტა ხანს მოცდა მოგიწევთ.

ტყუპები

მთელ დღეს ქაოსური მოვლენების შუაგულში ატარებთ და მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება გიჭირთ. სტრესული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, დაისვენოთ და თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებში არ ჩაერიოთ. უბრალოდ, დამკვირვებლის პოზიცია დაიკავეთ და ნახეთ, სად მიგიყვანთ.

კირჩხიბი

ამ დღეს დაწყებული პროექტი ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება, ამიტომ მისი დაწყება რამდენიმე დღე უნდა გადადოთ. იფიქრეთ თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე და განთავისუფლდით ყველაფრისგან, რაც წინსვლაში ხელს გიშლით.

ლომი

ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, სერიოზული შედეგები მოჰყვება. ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, ყოველი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონოთ. ეცადეთ, აქტიურობა შეამციროთ და მეტი დაისვენოთ.

ქალწული

მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას, რაც თქვენს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. რაც უფრო ადრე იტყვით უარს ფუჭ მოლოდინებზე, თქვენთვის მით უფრო უკეთესი იქნება.

სასწორი

ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სამწუხარო გაუგებრობა, ამიტომ ყველანაირად ეცადეთ, ეს დღე განმარტოებით, სიმშვიდეში გაატაროთ - ძალებსაც აღიდგენთ და კამათსაც აარიდებთ თავს.

მორიელი

პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემები შეიძლება გულწრფელი საუბრით და სადავო საკითხების განხილვით მოაგვაროთ. გირჩევთ, იმედი არ გაუცრუოთ ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება.

მშვილდოსანი

ამ დღის ემოციური ფონი ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებისკენ გიბიძგებთ. პატივი ეცით საყვარელი ადამიანის სურვილებს. დღის განმავლობაში უსიამოვნო შემთხვევებისგან შინაგანი წინდახედულობა და გაძლიერებული ინტუიცია დაგიცავთ.

თხის რქა

დაწყებული საქმის დასრულებაში მოულოდნელად ისეთი ადამიანები დაგეხმარებიან, ვისგანაც მხარდაჭერას არ ელოდით. ეცადეთ პლანეტების კეთილგანწყობა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ.

მერწყული

ამ დღეს ყველაზე მეტად კამათში ჩართვას და საკუთარი სიმართლის მტკიცებას უნდა მოერიდოთ. ურთიერთობა მხოლოდ მაშინ გაუმჯობესდება, თუ ნაკლებს ისაუბრებთ და საყვარელი ადამიანების სურვილებს მეტად მოუსმენთ. დროა თქვენს ყოფაში ჯანსაღი ცხოვრების წესი დანერგოთ.

თევზები

შოპინგი იმედებს გაგიცრუებთ, ამიტომ სასურველია, რომ ეს დღე მაღაზიებისგან მოშორებით გაატაროთ. შეგიძლიათ ამ დღეს პროფესიული პრობლემები დროებით დაივიწყოთ და მთელი დრო საკუთარ თავს მიუძღვნათ.