24, 25, 26 ნოემბერს მოძრაობის თეატრში უილიამ შექსპირის "ჰამლეტის" პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლის რეჟისორი და კოსტიუმების მხატვარია კახა ბაკურაძე, კომპოზიტორი - სანდრო ნიკოლაძე.

მონაწილეობენ - ანა თალაკვაძე, მარიამ ბალახაძე, მიხეილ ზაქაიძე, ლაშა რობაქიძე, გიორგი ხაჩიძე, კოტე ლიპარტელიანი, უჩა მჟავია.

სპექტაკლი 20:00 საათზე დაიწყება.