აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირანს აფრთხილებს, ისრაელს თავს არ დაესხას.

თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ არ გაამჟღავნებს საიდუმლო ინფორმაციას, თუმცა აღნიშნა, რომ ირანის თავდასხმა ისრაელზე შეიძლება "უფრო ადრე განხორციელდეს, ვიდრე გვიან".

ჟურნალისტების კითხვაზე და ირანისთვის გზავნილზე ბაიდენმა აღნიშნა - "არ გინდა".

"ჩვენ ისრაელის თავდაცვის ერთგულნი ვართ. მხარს დავუჭერთ ისრაელს. დავეხმარებით ისრაელის დაცვას და ირანის ამას ვერ შეძლებს", - განაცხადა ბაიდენმა.