დღეს კრემლში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება. 71 წლის პუტინი პრეზიდენტის ფიცს მეხუთედ დადებს.

ღონისძიებაზე მოსაწვევები მიიღეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა. მონაწილეობაზე უარი ღიად თქვეს ბალტიის ქვეყნებმა, ჩეხეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ.

ინაუგურაციას არ დაესწრება არც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საფრანგეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის გარდა ინაუგურაციას დაესწრებიან საბერძნეთის, კვიპროსის და მალტის წარმომადგენლები.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა და პუტინი ხმების 87%-ით პრეზიდენტი კიდევ 6 წლით გახდა.