რუსული კანონის დამძიმება მოხდა უხეში დარღვევით და ოხანაშვილმა ეს თაღლითურად გააკეთა სხდომაზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეკა ბესელია წერს.

"მეორე მოსმენის დროს ტრიბუნასთან იდგა და ხმაურში წაიკითხა ახალი რედაქცია სწრაფად და გამოიყენა სიტყვა "ვაზუსტებ”…

ეს სამი ახალი ცვლილება არ იყო დაზუსტება,  ეს იყო შეცვლა პრინციპის:

- შემოაქვს ფიზიკური პირის პასუხისმგებლობა (ამბობდნენ არ ეხებაო)

- საიდუმლო ინფორმაციის გამოთხოვის უფლება ეძლევათ (ნებისმიერის)

- დაჯარიმების ახალი სახე  შემოდის , რომლის გასაჩივრება არ აჩერებს აღსრულებას!

ეს დაზუსტება კი არაა, დამძიმებაა შინაარსის!

არც განხილვა მოხდა, არც დარიგდა წინასწარ ცვლილება, თაღლითი ოხანაშვილი კანონის დარღვევით გახდა რუსული კანონის დამძიმების ავტორი!!!" - წერს ბესელია.