მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩვენი მეზობელი ირანის რელიგიური ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გუშინ მომხდარი თავდასხმების შედეგად დაიღუპა. ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ალაჰმა შეიწყალოს ბატონი ხამენეი და თანაგრძნობას ვუცხადებ ირანელ ძმურ ხალხს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს.

"თურქეთი განაგრძობს ძალისხმევას, რათა ირანელმა ხალხმა და რეგიონის ყველა მეგობარმა და ძმამ დაიბრუნოს დამსახურებული მშვიდობა და სტაბილურობა, რეგიონში მიმდინარე დაპირისპირება დასრულდეს და დიპლომატიას დაუბრუნდნენ“, – წერს ერდოღანი.