ლატვიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 100-მანდატიან სეიმში ადგილის მოსაპოვებლად 14 პოლიტიკური პარტია იბრძვის.

სეიმში მოსახვედრად აუცილებელია 5%-იანი ბარიერის გადალახვა. უმრავლესობისთვის კი, 51 მანდატი.

არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 1.55 მილიონამდე ადამიანს აქვს.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ბიულეტენების ხელით დათვლის პროცესი დაიწყება.