79 წლის ასაკში ოსკარის მფლობელი მსახიობი დაიან კიტონი გარდაიცვალა. 

ინფორმაციას ჰოლივუდის ვარსკვლავის ოჯახი ადასტურებს.

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი და სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

დაიან კიტონმა პოპულარობა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში, ცნობილ ფილმებში – „ნათლია“, „ენი ჰოლი“, „სიყვარული წესების გარეშე“ და „პირველი ცოლების კლუბში“ შესრულებული როლებით მოიპოვა.

ოსკარზე ოთხჯერ ნომინირებულ მსახიობს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, როგორც საუკეთესო ქალ მსახიობს, 1978 წელს ფილმში – „ენი ჰოლი“ შესრულებული როლისთვის გადაეცა.