უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის თქმით, ქაოსური მმართველობის გამო ევროკავშირი თავისით დაიშლება. 

მისივე თქმით, ბრიუსელში უნგრეთისთვის რუსული ენერგომომარაგების შეწყვეტა აქვთ მიზნად.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე უარყო ევროკავშირიდან უნგრეთის გასვლის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ქვეყანას არ აქვს იმხელა მასშტაბი, რომ მსგავსი გადაწყვეტილება გონივრული იყოს.

ორბანის თქმით, უნგრეთის მომავალი ამ გაერთიანებასა და ნატოშია, ოღონდ სუვერენული საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკით.

"ევროკავშირის წევრობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მაგრამ თუ მხოლოდ ამ ბლოკში ვიქნებით გაჭედილი, მაშინ მხოლოდ წვენს დავლევდით. აზრი აქვს საუკეთესო შესაძლო ურთიერთობების ქონას ყველა ბლოკთან, მათ შორის ამერიკასთან, რუსეთთან, ჩინეთთან, არაბულ და თურქულ სამყაროსთან“, – განაცხადა ორბანმა.