ქაშმირის ინდოეთის ნაწილში, პოლიციის განყოფილებასთან აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა. 

შემთხვევა გასულ ღამეს პოლიციის მიერ ჩამორთმეული ასაფეთქებელი ნივთიერებების აფეთქების შედეგად მოხდა.

როგორც ანონიმურმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, დაღუპულთა უმეტესობა პოლიციელი იყო, მათ შორის სასამართლო ექსპერტიზის წარმომადგენლები, რომლებიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს იკვლევდნენ.

ამასთან, პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული.

"მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება, რადგან ზოგიერთი მთლიანად დაიწვა“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.