სამხრეთ აფრიკაში, მოზამბიკს და ზიმბაბვეში ძლიერი წვიმების და წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მსოფლიო სურსათის პროგრამის ცნობით, ცენტრალურ და სამხრეთ მოზამბიკში 200 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა, ათასობით სახლი დაზიანდა და ევაკუაცია ათიათასობით ადამიანს ესაჭიროება.

ზიმბაბვეს ოფიციალური პირების განცხადებით, წყალდიდობის შედეგად მიმდინარე წელს ქვეყანაში, სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა, 1 000-ზე მეტი სახლი კი, განადგურდა.

მეტეოროლოგების პროგნოზით, აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში მომდევნო დღეებში სტიქიის გაძლიერებაა მოსალოდნელი.