ციხეშია უდანაშაულო ქალი, რომელიც ტკივილებისგან იტანჯება, არ სძინავს, ფილტვიც დაზიანებული აქვს, ვერ გადაადგილდება, ვერ იღებს პროპორციულ მკურნალობას, ბუნდოვანია საერთო სურათი, დაავადება პროგრესირებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე წერს.

“პაციენტი ტკივილის გამო ვერ დაწვა”.. - ამბობს ექიმი, რომელმაც ელენე მოინახულა. ვინც იცნობს ელენეს (ვინც არ იცნობს იმათთვისაც) - ყველამ იცის, რომ ის არასდროს მანიპულირებს ელემენატრული ტკივილით. მის შიმშილობას ვადევნებდი თვალს და უმძიმეს მომენტებშიც საერთოდ არ იმჩნევდა, რომ ცუდად იყო. ბუნებრივად ასეთია.

წარმოიდგინეთ ყველა სახსრის ტკივილი, ხერხემლის ტკივილი და ანთება. იმდენად გაუსაძლისი, რომ ექიმთან, რომელიც დასახმარებლად მიდის, ვერ ახერხებს სპეციალურ მაგიდაზე დაწოლას.

ციხეშია უდანაშაულო ქალი, რომელიც ტკივილებისგან იტანჯება, არ სძინავს, ფილტვიც დაზიანებული აქვს, ვერ გადაადგილდება, ვერ იღებს პროპორციულ მკურნალობას, ბუნდოვანია საერთო სურათი, დაავადება პროგრესირებს.

ეს ივანიშვილის მმართველობის პასუხისმგებლობაა და შეიძლება ისეთ მძიმე შედეგებამდე მივიდეს, რაც ვეღარ გამოსწორდება. გაათავისუფლეთ ელენე. მას სჭირდება მკურნალობა. მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა არ არის ივანიშვილის საკუთრება", - წერს დეკანოიძე.