ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად სამი კატარელი დიპლომატი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

"როიტერის“ ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელია, იყვნენ თუ არა დიპლომატები კატარის მოლაპარაკებათა ჯგუფის წევრები, რომელთაც შარმ-ელ-შეიხში მყოფ ეგვიპტელ ოფიციალურ პირებთან ერთად, ისრაელსა და "ჰამასს“ შორის შეთანხმების მიღწევაში მიიღეს მონაწილეობა.

შარმ-ელ-შეიხი ორშაბათს გლობალურ სამიტს უმასპინძლებს, რომლის მიზანია ღაზაში ომის დასრულება.