რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის სერგეი შოიგუს ყოფილი მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

როგორც საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, რომ დადგინდეს მიზეზები და პირობები, რომლებმაც "ხელი შეუწყო ბულგაკოვის უკანონო საქმიანობას“.

მისი თქმით, ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

შოიგუს მოადგილედ ბულგაკოვი 2010 წელს დაინიშნა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ის არმიის ლოგისტიკაზე იყო პასუხისმგებელი. 2022 წლის სექტემბერში ბულგაკოვი სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს.

2016 წელს ბულგაკოვს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა.

2024 წლის მაისში რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს გადადგომის შემდეგ, რუსეთში რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს.