"ციხის კადრების ერთ-ერთი გამომტანი და "ცოცხების ზღაპრის" ერთ-ერთი შემოქმედი ვიყავი მე", - ამის შესახებ თამაზ ელიზბარაშვილმა განაცხადა.

"მე დიდი წვლილი მიმიძღვის "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დიდ საქმეში 2012 წელს. ამ ციხის კადრების ერთ-ერთი გამომტანი და "ცოცხების ზღაპარის" ერთ-ერთი შემოქმედი ვიყავი მე. არანაირი ცოცხი არ იყო იქ, "დუბინკები" და ცემა-ტყეპა იყო, მაგრამ არანაირი ცოცხები იქ არ იყო. საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ", - განაცხადა ელიზბარაშვილმა გადაცემა "დროულ დიალოგში".