ამ თვეში ეროვნულმა ბანკმა ათეულ მილიონობით დოლარი გაყიდა ფარულად, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებს ინფორმაციის დამალვის მავნე პრაქტიკას.

”ბაიდენის სუფრიდან კობახიძის გამოძევებას მოჰყვა ლარის შემდგომი გაუფასურება. ამ თვეში ეროვნულმა ბანკმა ათეულ მილიონობით დოლარი გაყიდა ფარულად. შეიძლება ასი მილიონიც კი, თუ დავაკვირდებით ლარის მცოცავ გაუფასურებას და იმ გარემოებას, რომ არჩევნებამდე ლარის მკვეთრ ვარდნას არ დაუშვებენ რეზერვების შემცირების ფასად. 

თუ რა რაოდენობის ვალუტა გაიყიდა, ეს მხოლოდ 25 ოქტომბერს გვეცოდინება. ძალიან ბევრი რომ იქნება, ამაში ერთ თვეში დავრწმუნდებით. 

ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებს ინფორმაციის დამალვის მავნე პრაქტიკას“, - წერს გოცირიძე.