რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, ყოველი ახალი ულტიმატუმი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსკოვს უყენებს, ომისკენ გადადგმული ნაბიჯია.

"ტრამპი ულტიმატუმების თამაშს თამაშობს რუსეთთან: 50 დღე ან 10. მას ორი რამ უნდა ახსოვდეს: 1) რუსეთი ისრაელი ან ირანი არ არის. 2) ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ მის ქვეყანასთან. მძინარე ჯოს გზას ნუ გაჰყვებით“, – წერს დიმიტრი მედვედევი.