უკრაინა შეერთებულ შტატებს ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ესაუბრა. ვისაუბრეთ შორი მანძილზე დარტყმების ნებართვის შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

"განვიხილეთ შორ მანძილზე დარტყმები, ყველაფერს, რაც აქ მოვისმინე, გადავცემ პრეზიდენტს ვაშინგტონში", - აღნიშნა ბლინკენმა.

მისივე თქმით, უკრაინის საჭიროებები იცვლება, რადგან თავად ბრძოლის ველი იცვლება.

"დარწმუნებული ვარ, ეს გაგრძელდება, რადგან სიტუაცია იცვლება. ესკალაცია არის ფაქტორი, რომელსაც ჩვენ გავითვალისწინებთ, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი", - განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, შორ მანძილზე დარტყმების საკითხი პარასკევს აშშ-ისა და ბრიტანეთის ლიდერების შეხვედრის თემა იქნება.