საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ-ის ბრაზი ვლადიმერ პუტინისკენ უნდა იყოს მიმართული. 

"ერთადერთი რამ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა უნდა გააკეთოს – საბოლოოდ შეწყვიტოს ტყუილი.

პუტინი ამერიკელებს ეუბნება, რომ მშვიდობა სურს, მაგრამ ამავე დროს, უკრაინის დაბომბვას აგრძელებს. უკრაინაში სურთ მხოლოდ ერთი პასუხი: სურს თუ არა პრეზიდენტ პუტინს, დათანხმდეს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას? პუტინი თუ იტყვის, დიახ, მაშინ იარაღი გაჩუმდება ხვალვე, სიცოცხლეები გადარჩება. აშშ-ის ბრაზი უნდა იყოს მიმართული ერთადერთი ადამიანის მიმართ, პრეზიდენტ პუტინისკენ“, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში დაწერა: "ვლადიმერ, გაჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი იღუპება, მოდით, დავდოთ სამშვიდობო შეთანხმება“.