სანამ გვიანი არ არის, ურჩიეთ ახალბედა პოლიციელებს, რომ მიატოვონ ეს ქვეყნისთვის დამანგრეველი ორგანიზაცია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე წერს.

"ახალგაზრდა პოლიციელების მშობლებო, დებო, ძმებო და მეგობრებო!

სანამ გვიანი არ არის, ურჩიეთ ახალბედა პოლიციელებს, რომ მიატოვონ ეს ქვეყნისთვის დამანგრეველი ორგანიზაცია.

დღეს დიდი ჭკუა არ სჭირდება იმის მიხვედრას, თუ რას და ვის ემსახურებიან.

იმ სტაჟიან პოლიციელს, ვინც უკვე ჩაიდინა დანაშაული, არაფერი ეშველება.

ახალგაზრდებს ვუშველოთ, ახალგაზრდებს!!!" - წერს ბურჭულაძე.