თბილისში ტაქსის მძღოლების მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. ათასზე მეტი მანქანა რესპუბლიკის მოედნიდან თბილისის აეროპორტისკენ გადაინაცვლებს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ამ ფორმით თბილისის მერიას და ტაქსის კომპანიას ტარიფების დარეგულირებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდებენ. 

ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე სხვადასხვა ტაქსის კომპანიის მძღოლები იკრიბებიან.

"ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. რა პრობლემაც გვქონდა არ გამოსწორებულა და უფრო და უფრო უარესდება ჩვენი სამუშაო პირობები.

სახელმწიფომ გვიშუამდგომლოს და "ბოლტის" ადმინისტრაციას შეგვახვედროს, გაითვალისწინოს მოთხოვნები", - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.