უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა. უსაფრთხოების ალტერნატივა არ არსებობს. მშვიდობის ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენი სახელმწიფოს აღდგენის ალტერნატივა არ არსებობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ამ კვირაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებები გაიმართება.

"ჩვენი პოზიცია საკმარისად იქნება წარმოდგენილი ევროპაში და იგივე ეხება ამერიკასაც. ჩვენი მოლაპარაკების ჯგუფი პრაქტიკულად ყოველდღე მუშაობს დოკუმენტებსა და წინადადებებზე, რომლებსაც შეუძლიათ შედეგების მოტანა მომავალ შეხვედრებზე. და რაც მთავარია, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიზიარონ ჩვენი შეხედულებები: მშვიდობა აუცილებელია და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები ერთადერთი რეალური საფუძველია მშვიდობისთვის და იმისთვის, რომ რუსებმა არ დაარღვიონ შეთანხმებები ნებისმიერი თავდასხმით ან ჰიბრიდული ოპერაციით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ევროპაში არ დარჩენილა არცერთი ქვეყანა, რომელიც არ იცის რუსეთის ჩარევისა და რუსული დესტაბილიზაციის ოპერაციების პოტენციალის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველა ხედავს, რას აკეთებენ რუსი მკვლელები, რაკეტები და დრონები.

"ამისგან დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა იყოს ხელშესახები და საფუძველი ჩაუყაროს ხანგრძლივ მშვიდობას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.