უკრაინის პრობლემა იყო მისი საჰაერო თავდაცვის გადატვირთვა. ახლა ანალოგიურ პროცესს ვხედავთ რუსეთში - იმდენად დიდია უკრაინის დრონების რაოდენობა, რომელიც რუსეთში მიფრინავს, რომ რუსეთიც ამ მათემატიკაში ჩაერთო, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი ლოლაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, უკრაინის მიერ რაკეტებისა და დრონების წარმოებამ დიდი შედეგი დადო ფრონტის ხაზზე.

"ბოლო პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა, უკრაინამ კიდევ უფრო გაზარდა შორ და საშუალო მანძილზე მოქმედი დრონების წარმოება, ასევე, უკრაინამ დაიწყო "ფლამინგოს" რაკეტების წარმოება, რომელიც ეფექტურია რუსეთში სხვადასხვა წარმოების დასაზიანებლად. მთელ ამ კამპანიას აქვს ორი მიზანი - რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოყვანა, რადგან ნავთობის ექსპორტი აფინანსებს ამ ომს და ეს არის მთავარი ღერძი რუსეთის ეკონომიკის და ვხედავთ, რომ 20-25% ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების მუდმივად გაჩერებულია, რაც შემოსავალზეც მკვეთრად აისახება. ჩვენ ვნახეთ, რომ წელს პირველადაა წელი, როცა რუსეთს მართლა სერიოზულად შეექმნა საბიუჯეტო დეფიციტი იმიტომ, რომ მანამდე მაინც ახერხებდნენ ამის დაბალანსებას. მეორე მნიშვნელოვანი რამ არის უკრაინის თავდაცვის მინისტრის დასახული მიზანი, რომ თვეში უნდა დაიხოცოს 50 ათასი რუსი ოკუპანტი. უკრაინა ამ მიზანს უკვე უახლოვდება, უკვე 35-ათასიან მაჩვენებელზეა მისული და როდესაც 50 ათასზე გადავლენ, ეს არის ნიშნული, როდესაც სამობილიზაციო რესურსით ვეღარ ჩანაცვლდება დანაკარგები. 

უკრაინის პრობლემა იყო მისი საჰაერო თავდაცვის გადატვირთვა. ახლა ანალოგიურ პროცესს ვხედავთ რუსეთში - იმდენად დიდია უკრაინის დრონების რაოდენობა, რომელიც რუსეთში მიფრინავს, რომ რუსეთიც ამ მათემატიკაში ჩაერთო. უკრაინის მიერ რაკეტებისა და დრონების წარმოებამ დიდი შედეგი დადო ფრონტის ხაზზე", - განაცხადა გიორგი ლოლაძემ.