დღეს არც უკრაინას და არც რუსეთს ფრონტის ხაზზე არ აქვთ ისეთი ვითარება, რომ ნებისმიერ ფასად სურდეთ მშვიდობა და კომპრომისებისთვის მზად არცერთი მხარე არ არის, - ამის შესახებ "რეალპოლიტიკის" მკვლევარმა გიორგი ლოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მას გარდაუვალად სურდეს მშვიდობა ნებისმიერი პირობებით.

"რუსეთი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მას გარდაუვალად სურდეს მშვიდობა ნებისმიერი პირობებით. რუსეთის ეკონომიკა, სამხედრო ინდუსტრიაც, რუსეთს ჰყავს პარტნიორები ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სახით, მენტალურადაც, ეკონომიკურადაც და სამხედრო თვალსაზრისითაც რუსეთი გრძელი ომისთვის მზადაა, მეტიც, პუტინის რეჟიმის პროპაგანდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ანტიფაშისტური პროპაგანდა. იმპერიალისტური აზროვნება ამ ხალხისთვის ახალი არ არის და მოსახლეობის უმრავლესობაც ისეა განწყობილი, როგორც პროპაგანდა ეუბნება.

რაც შეეხება დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, მე ვერ ვხედავ ამის აზრს. დიპლომატიური შეთანხმება როდის შეიძლება შედგეს - როდესაც ორივე მხარე მიდის კომპრომისზე, ან მეორე - როდესაც ფრონტის ერთ-ერთ მხარეს იმდენად მძიმე ვითარებაა, რომ მზადაა დათანხმდეს მშვიდობას ნებისმიერ ფასად. დღეს არც უკრაინას და არც რუსეთს ფრონტის ხაზზე არ აქვთ ისეთი ვითარება, რომ ნებისმიერ ფასად სურდეთ მშვიდობა და კომპრომისებისთვის მზად არცერთი მხარე არ არის", - განაცხადა გიორგი ლოლაძემ.