ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ბრიტანელი პატრიკ ტერნერი დანიშნა.

"დარწმუნებული ვარ, ამ მნიშვნელოვან როლში ის გამორჩეული იქნება, რადგან ნატო აგრძელებს უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც ნატოში აცხადებენ, ტერნერი კიევში ალიანსის ოფისს უხელმძღვანელებს და იმოქმედებს, როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან ნატოს ურთიერთობის კოორდინატორი.