იტალიის მთავრობამ საიდუმლოდ შეათანხმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს მათ შორის Aster 30 რაკეტებს, SAMP/T NG სისტემებსა და რადარებს, - ამის შესახებ La Repubblica წერს.

გამოცემის ინფორმაციით, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილებები უკვე შეათანხმა, საბოლოოდ კი ისინი დახმარების შესახებ მეცამეტე დეკრეტში უნდა აისახოს.

პაკეტის ჯამური ღირებულება 3 მილიარდ ევრომდეა და მისი დაფინანსება ევროკავშირის პროგრამით – Ukraine Support Loan-ით იგეგმება. სამხედრო დახმარება მოიცავს 4 ერთეულ SAMP/T NG საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, Aster 30 რაკეტებსა და შორი მოქმედების 7 რადარს (მათგან ექვსი ფრანგული კომპანია Thales-ის წარმოებისაა, ერთი კი – იტალიური Leonardo).

გამოცემის ცნობით, ეს არის იტალიასა და საფრანგეთს შორის ივლისში დადებული შეთანხმების შედეგია. ორი ქვეყანა ერთობლივად აწარმოებს SAMP/T სისტემებს და Aster 30 რაკეტებს, რომლებიც გამოიყენება საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებისგან თავდაცვისთვის.