უკრაინა ბრძოლის ველზე უპირატესობას მინიმუმ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინარჩუნებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროცედურების შეცვლით და კონკურენტული შესყიდვების დანერგვით, უკრაინამ გააუმჯობესა დრონების ხარისხი და შეცვალა იარაღის მიწოდების ლოგიკა, ამან შექმნა ახალი საბრძოლო რეალობა თავდაცვის ძალების სასარგებლოდ.

"რუსები, როგორც წინა წლებმა აჩვენა, ადაპტირდებიან და ცდილობენ ინიციატივის ხელში ჩაგდებას. ახლა, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ჩვენ აუცილებლად გვექნება უპირატესობა“, - განაცხადა ფედოროვმა.

მისივე თქმით, კიევის ცენტრზე ბალისტიკური რაკეტებით  მასშტაბური დარტყმები კრემლის და პირადად ვლადიმერ პუტინის უძლურებაზე მეტყველებს.