ხმელნიცკის რეგიონში ბომბდამშენი უკრაინული სუ-24მ ჩამოვარდა. ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ, - ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

ავიაკასტროფის შედეგად შედეგად დაიღუპნენ - მაიორი ბოგდან ზაგარულკო და უფროსი ლეიტენანტი ალექსანდრ ბაბენკო, ისინი ხმელნიცკის რეგიონში მისიაზე იმყოფებოდნენ.

მაშველები და სამართალდამცავი ორგანოები უკვე მუშაობენ ავიაკატასტროფის ადგილზე.

"ავიაკასტროფის მიზეზები და გარემოებები დგინდება“, - წერს საჰაერო ძალები.

სუ-24მ არის მოდერნიზებული ზებგერითი ფრონტის ბომბდამშენი, რომელიც შექმნილია ნებისმიერი ამინდის პირობებში სახმელეთო და ზედაპირული სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განსახორციელებლად. თვითმფრინავი აღჭურვილია გაუმჯობესებული დამიზნების და ნავიგაციის სისტემით, ლაზერულ-ტელევიზიური სადგურით "კაირა 24“, ფრენის დროს საწვავის შევსების შესაძლებლობით და მართვადი იარაღის გაფართოებული დიაპაზონით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის საბრძოლო შესაძლებლობებს საბაზისო სუ-24-თან შედარებით. თვითმფრინავს შეუძლია 8 ტონამდე ტვირთის გადატანა, მათ შორის მართვადი ბომბები და ჰაერი-მიწა ტიპის ფართო დიაპაზონის რაკეტები.