22 ივნისს, ღამიდან დილამდე, მოსკოვი კვლავ დრონების თავდასხმის ობიექტი გახდა. 

სოციალურ მედიაში დრონების ფრენებისა და აფეთქებების ვიდეოები გავრცელდა.

მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ დრონების ნაწილი ჩამოაგდეს.

ამავდროულად, "როსავიაციამ" განაცხადა, რომ მოსკოვის დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს.  შეზღუდვები დაწესდა "შერემეტიევოს" აეროპორტშიც.

მოსკოვზე ბოლო თავდასხმა 18 ივნისს მოხდა. იმ დღეს, კაპოტნიას რაიონში მდებარე მოსკოვის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას დარტყმა მიაყენეს, რამაც ხანძარი გამოიწვია.