4 ოქტომბრის საქმეზე ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშს და რამაზ მამულაძეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა რვავე დაკავებულს ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 22 პირთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.