უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 026 440 (+1180) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 06.07.25-მდე: ტანკები – 10 992 (+2), ჯავშანტექნიკა – 22 956 (+3), საარტილერიო სისტემები – 29 960 (+39), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1430 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1192 (+1), თვითმფრინავები – 421 (+1), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 43 825 (+216), ფრთოსანი რაკეტები – 3439 (+9).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 54 252 (+104), სპეციალური ტექნიკა – 3925 (+0).