უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1037460 (+1170) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 16.07.25-მდე: ტანკები – 11025 (+3), ჯავშანტექნიკა – 22995 (+2), საარტილერიო სისტემები – 30395 (+49), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1440 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1196 (+2), თვითმფრინავები – 421 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 46164 (+284), ფრთოსანი რაკეტები – 3491 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –55229 (+82), სპეციალური ტექნიკა – 3932 (+0).

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 15 ივლისის საღამოს მდგომარეობით ფრონტზე 148 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. მტერი ყველაზე აქტიური იყო პოკროვსკის მიმართულებით.