ეს არის პირდაპირი ობსტრუქცია სომხეთის წინააღმდეგ და ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ეს გააფუჭებს საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობას.

"ეს არის პირდაპირი ობსტრუქცია სომხეთის წინააღმდეგ და ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესია, რომელიც ემსახურება საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობის გაფუჭებას სომხეთთან, რაც ჩემი აზრით, გამოწვეულია სომხეთის სწრაფვით ევროკავშირისკენ მაშინ, როდესაც სომხეთი გადის რუსეთის გავლენის სფეროდან და რუსეთი ამას მშვენივრად ხედავს. ის იყენებს საქართველოს ე.წ. ხელისუფლებას სომხეთის წინააღმდეგ ასეთი ნაბიჯების გადასადგმელად, რაც საბოლოო ჯამში, გააფუჭებს საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობას", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

გაზის იმპორტიორი და გამყიდველი სომხური კომპანიები აცხადებენ, რომ გასული კვირიდან მათი ასობით მანქანა გაურკვეველი მიზეზების გამო, საქართველოს ხელისუფლებამ გააჩერა.