უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 148 910 (+1 170) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 07.11.25-მდე: ტანკები – 11 330 (+1), ჯავშანტექნიკა – 23 543 (+2), საარტილერიო სისტემები – 34 301 (+13), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 535 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 238 (+1), თვითმფრინავები – 428 (+0), ვერტმფრენები – 346 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 78 678 (+248), ფრთოსანი რაკეტები – 3 918 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 66 723 (+65), სპეციალური ტექნიკა – 3 993 (+2).