ჩემი მოწოდებაა ამერიკის შეერთებული შტატებისადმი, ევროკავშირისადმი და გაერთიანებული სამეფოსადმი, დაასანქცირონ ქართული ბანკები, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბანკებს არ სურთ, რომ საქართველო ევროკავშირში შევიდეს.

"ჩემი მოწოდებაა ამერიკის შეერთებული შტატებისადმი, ევროკავშირისადმი და გაერთიანებული სამეფოსადმი, დაასანქცირონ ქართული ბანკები, როგორც დიქტატურის ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული პოლიტიკის თანამონაწილეები. ბანკებს არ სურთ, რომ საქართველო ევროკავშირში შევიდეს, ვინაიდან ამ შემთხვევაში, მათი ყაჩაღური ზემოგებები მრავალგზის შემცირდება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.