უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 221 940 (+990) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 14.01.26-მდე: ტანკები – 11 550 (+6), ჯავშანტექნიკა – 23 902 (+3), საარტილერიო სისტემები – 36 098 (+74), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 603 (+3).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 275 (+5), თვითმფრინავები – 434 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 106 428 (+1074), ფრთოსანი რაკეტები – 4 163 (+8).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 74 119 (+232), სპეციალური ტექნიკა – 4 042 (+0).