“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი "ერთგვარი ორმაგი აგენტის როლს ასრულებდა".

როგორც ბოკუჩავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ის გადაჭრით ვერაფერს იტყვის, თუმცა, ბევრი კითხვა არსებობს.

"გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით, იცით, რომ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს თქვენ თუ კონკრეტულად 4 ოქტომბერზე და... არ გამოვრიცხავ და ეს საჯაროდაც მითქვამს, რომ ლილუაშვილი, შესაძლოა, ერთგვარი ორმაგი აგენტის როლს ასრულებდა და ბიძინა ივანიშვილმა ის საბოლოოდ მაინც, რა თქმა უნდა, დასაჯა. ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო. [...] შესაძლოა, რომ რიგ ოპოზიციონერებთან და ოპოზიციურ აქტორებთან ჰქონდა რაღაც კონტაქტი", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არ ამას ლევან ხაბეიშვილთან რაიმე სახის კონტაქტი, ბოკუჩავამ განაცხადა: "მე არ მინდა, ადამიანი, რომელიც, მით უმეტეს, საპყრობილეშია, თუ თვითონ არ აკეთებს განმარტებებს საკითხზე იმიტომ, რომ ასეთი შესაძლებლობები მას ისევე, როგორც სხვა ადამიანებს, რომლებიც 4 ოქტომბრის გამო დღეს საპყრობილეში არიან და კაცმა არ იცის რამდენი ხნით, ჩვენ თუ პროცესები სწორად არ წავიყვანეთ და არ ჩამოვშალეთ რეჟიმი, რა თქმა უნდა, ჩემს თავს არ მივცემ იმის უფლებას, რომ გავაკეთო განცხადებები, რაზეც, მათ შორის, მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. რომც მქონდეს, მაშინაც არ ვიტყოდი, პირდაპირ გეუბნებით, მისგან რომ არ მომდინარეობდეს ამის სურვილი. მაგრამ, მით უმეტეს არ ვიტყვი, როდესაც არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.

თუმცა, ჩემი აზრით, ამის დაშვების საფუძველი ნამდვილად უნდა გვქონდეს და ეს დაშვება მე წარსულშიც გამიკეთებია და არ გამოვრიცხავ, რომ დიახ, თავის გადარჩენის მიზნით ღარიბაშვილები, ლილუაშვილები და სხვები, შესაძლოა, კალაძეც".