უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 485 200 (+1 420) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 29.08.26-მდე: ტანკები – 12 310 (+3), ჯავშანტექნიკა – 25 241 (+4), საარტილერიო სისტემები – 48 774 (+25), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 070 (+3).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 593 (+0), თვითმფრინავები – 440 (+0), ვერტმფრენები – 354 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 2 429 (+9); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 486 384 (+1 360), ფრთოსანი რაკეტები – 5 060 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 141 059 (+318), სპეციალური ტექნიკა – 4 608 (+4).