უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 727 250 (+1510) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 21.11.24-მდე: ტანკები – 9398 (+8), ჯავშანტექნიკა – 19 143 (+24), საარტილერიო სისტემები – 20 731 (+50), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1253 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1003 (+2), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 19 259 (+57), ფრთოსანი რაკეტები – 2756 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 29 745 (+97), სპეციალური ტექნიკა – 3 674 (+0).