იმისათვის, რომ ნებისმიერმა გეგმამ იმუშაოს და იმისათვის, რომ მიზანი იყოს მიღწეული, ერთადერთი ალტერნატივა არის იძულების, ეს არის აქციები, რაც, პარალელურად, იწვევს, ბუნებრივია, გარედან წნეხსაც, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა შესაძლო, კანონიერი გზით უნდა ეცადოს საზოგადოება გამოხატოს საკუთარი პოზიცია და შეიცვალოს ხელისუფლება.

"იმისათვის, რომ ნებისმიერმა გეგმამ იმუშაოს და იმისათვის, რომ მიზანი იყოს მიღწეული, მოპარული არჩევნები დაბრუნდეს ამ ქვეყანაში, ნორმალური არჩევნები ჩატარდეს და ხელისუფლება იცვლებოდეს არჩევნებით და არა მანიპულაციებით ან მამაძაღლობით, ერთადერთი ალტერნატივა არის იძულების, ეს არის აქციები, რაც, პარალელურად, იწვევს, ბუნებრივია, გარედან წნეხსაც. ყველა შესაძლო, კანონიერი გზით უნდა ეცადოს საზოგადოება გამოხატოს საკუთარი პოზიცია და შეიცვალოს ხელისუფლება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.