პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ქვეყნის პრეზიდენტს კაროლ ნავროცკის ბუდაპეშტში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტს აკრიტიკებს.

"პრეზიდენტი ნავროცკი ორშაბათს ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად ჩავა, იმ ადამიანის მხარდასაჭერად, ვინც რუსეთის წინააღმდეგ მე-20 სანქციების პაკეტს და პოლონეთის არმიის მიერ უკრაინაში გადაცემული აღჭურვილობისთვის ორი მილიარდი ზლოტის დაბრუნებას ბლოკავს. პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს კამპანიაში, სადაც ორბანი ხალხს უნგრეთში უკრაინის სავარაუდო შეჭრით აშინებს, რაშიც მას რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალური ჯგუფი უჭერს მხარს, პუტინის ისეთი გულშემატკივრების თანხლებით, როგორებიც არიან მატეო სალვინი და მარინ ლე პენი.

ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, დაინტერესდეთ, თუ რატომ აქცია ორბანის ნაციონალიზმმა და ქურდობამ უნგრეთი ევროკავშირის უღარიბეს ქვეყნად. ეს არის ის, რასაც პოლონეთისთვის ისურვებდით?“- წერს ის.

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ 21 მარტს ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მიიღო მონაწილეობა.