უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის კირილ ბუდანოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მცდელობები იყო, მაგრამ წარუმატებელი.

ბუდანოვის თქმით, პუტინის სიკვდილის შემდეგ, რუსებს ექნებათ ისეთივე განცდა, როგორც თავის დროზე იოსებ სტალინის სიკვდილის დროს.

"[პუტინის მოშორების] მცდელობები იყო, თუმცა როგორც ხედავთ, ჯერ წარუმატებელი... ბებიაჩემი ამბობდა, რომ სტალინის გარდაცვალების დროს, ხალხს ეგონა, რომ მათი სამყარო ჩამოინგრა, მაგრამ გასაგები იყო, როგორ გაეგრძელებინათ ცხოვრება. პუტინი ხელისუფლებაში უკვე 20 წელზე მეტია, ამიტომ ეს იქნება ძალიან მსგავსი განცდა, რადგან რუსებს ახლა მისი [პუტინის] დაკარგვის ეშინიათ - ის მათი ცხოვრების სტაბილურობის გარანტია", - განაცხადა ბუდანოვმა NV-სთან ინტერვიუში.