აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის საკითხი მის პრიორიტეტებში კვლავ ძალიან მაღლა დგას.

"რაც შეეხება რუსეთ-უკრაინას, სად არის ის ჩემს პრიორიტეტულ სიაში? ძალიან მაღლა. მეგონა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ადვილი იქნებოდა. რვა ომი მოვაგვარე, სინამდვილეში, შეიძლება, კიდევ ერთი, მაგრამ სულ მცირე, რვა ომი. მეგონა, ეს ბევრად ადვილი იქნებოდა, ვიდრე არის. უზარმაზარი სიძულვილია პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის. უზარმაზარი სიძულვილი. ჩემს ცხოვრებაში ბევრი სიძულვილი მინახავს, ​​მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველაზე მასშტაბურია. მჯერა, ეს მოხდება. ზოგჯერ ერთს ვადანაშაულებ, ზოგჯერ მეორეს. ვფიქრობ, ეს მოხდება.

ჩემს სიაში ეს მაღლა დგას, არა იმიტომ, რომ ეს ასე ძალიან მოქმედებს შეერთებულ შტატებზე, რადგან ის ძალიან შორს არის, არამედ ვხედავ, რომ გასულ კვირას და ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, ფაქტობრივად, 32 000 ჯარისკაცი დაიღუპა. ამ სულელურ ომში ყოველთვიურად 30 000 ჯარისკაცი იღუპება. ძალიან მინდა მისი დასრულება. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე უარესია“, – განაცხადა ტრამპმა.