“ქართული ოცნება“ ეთამაშება მძიმე რაღაცებს, ეთამაშება წესრიგს, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მსოფლიო დემოკრატიულ წესრიგს და ეთამაშება სიმშვიდეს საქართველოში - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

გვარამიას თქმით, “ოცნება“ იქცევა უმძიმესად და თუ ვინმე მშვიდობის რისკებს წარმოშობს, ეს არის სწორედ ივანიშვილის გუნდი.

"ეს არის “ქართული ოცნების“ არჩევანი, იქცევა უმძიმესად. თუ ვინმე მშვიდობის რისკებს წარმოშობს, ეს არის სწორედ “ოცნება“. ქვეყანაში ირანის ფერებში ანძის ანთება რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ის მოხდებოდა ირანში რაც მოხდა, აშშ-ში მამუკა მდინარაძის და დარსალიას ვიზიტების შემდეგ მოხდა ეს ანთება, რაც იყო ივანიშვილის პასუხი იმ ჩამოტანილ ინფორმაციებზე, რაც ამ ორმა ადამიანმა ჩამოიტანა ირანთან დაკავშირებით სწორედ და უკვე ფაშინიანთან მიმართებაში წინმსწრებად გაკეთებული განცხადებები და დღეს მისი ვიზიტი, ვნახოთ ამას რას მოაყოლებენ, არის ძალიან მძიმე მოცემულობებით ჟონგლიორობა “ოცნების“ მხრიდან. ეტყობა ვერ აცნობიერებენ ბოლომდე იმ რისკებს, რის წინაშეც პირადად დგებიან და ასევე აყენებენ საქართველოს, მათ შორის რეგიონსაც. [..] ისეთ ტექტონიკურ გეოპოლიტიკურ პროცესებში, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, "ოცნების“ გაუგებარ და ტრაგიკულ ქმედებებს ანგარიშს არავინ გაუწევს. ეს არის პროცესები, რომლებიც ისტორიულად შეცვლის წესრიგს, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში", - განაცხადა გვარამიამ.