უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკვე მოემზადა უკრაინაზე ახალი თავდასხმისთვის, ამიტომ, უკრაინელებმა განგაშის სიგნალებზე რეაგირება უნდა მოახდინონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა დღეს შუადღისას "შაჰედის" დრონების გამოყენებით უკრაინაზე ახალი დარტყმები განახორციელა - მთელი დღის განმავლობაში მტრის 200-ზე მეტი დრონიდან მნიშვნელოვანი რაოდენობა ჩამოაგდეს, თუმცა იყო დარტყმებიც.

"დღეს ღამით და უახლოეს პერიოდში განსაკუთრებით ფხიზლად უნდა ვიყოთ საჰაერო თავდასხმის სირენების მიმართ: რუსები კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმისთვის ემზადებიან. გთხოვთ, ფრთხილად იყავით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთი ომს არ წყვეტს, თუმცა ამ საკითხზე ყველა წინადადება დიდი ხანია, მაგიდაზეა - პუტინმა არჩევანი დიპლომატიის და ნორმალური მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს. გარდა ამისა, ძალაში რჩება წინადადება შეხვედრის შესახებ.

"ჩვენი შეთავაზება შეხვედრის შესახებ, ჩვენი შეთავაზება პუტინისთვის - უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი და გულახდილი საუბრისთვის, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, ძალაში რჩება. მნიშვნელოვანია, რომ ომი საბოლოოდ მშვიდობიანად დასრულდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.