თბილისში საპროტესტო მარში გაიმართა, რომელიც "გავრილოვის ღამის" 7 წლისთავს მიეძღვნა.

მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით გაიმართა. მსვლელობის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბანერები წარწერებით: "გვახსოვს გავრილოვის ღამე“, "თავისუფლება ელენე ხოშტარიას“.

საპროტესტო მარშში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, აქტივისტები და მოქალაქეები მონაწილეობდნენ.